გლობალ უნი გრუპი
გლობალ უნი გრუპი (GUG) - ბიზნეს კონსულტაციებსა, ინვესტიციების და ვაჭრობის ხელშწყობაზე ორიენტირებული კომპანიაა.
GUG ხელს უწყობს მცირე და საშუალო კომპანიების საქმიანობას, ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა საქმიანი პარტნიორების მოძიება, პროექტების მენეჯმენტი, მარკეტინგი, გაყიდვებისა და სხვა ბიზნეს საქმიანობის დაგეგმარება. კომპანია ხელს უწყობს უცხოურ კომპანიებს ქართულ ბაზარზე შემოსვლაში და დამკვიდრებაში, ასევე ეხმარება ადგილობრივ კომპანიებს საზღვარგარეთ საქმიანობის დაწყებაში. ამ მიზნებისათვის GUG-ი თანამშრომლობს მთელ რიგ პარტნიორ კომპანიებთან აშშ-ში, ევროპაში, ისრაელში და იორდანიაში.
GUG-ი დაარსდა 2009 წელს და ამ დროისთვის კომპანია უკვე ცნობილია როგორც საქართველოში ისე ქვეყნის საზღვრებს გარეთაც. კომპანიის თანამშრომლები გამოირჩევიან მაღალი პროფესიონალიზმით, მათ მიღებული აქვთ მნიშვნელოვანი გამოცდილება სამთავრობო და არასამთავრობო სექტორში, სადაც აქტიურად მონაწილეობდნენ ვაჭრობის, ტურიზმის და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროებში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში, რაც კომპანიის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს.
GUG-ის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები::
ჩვენი გუნდი

ლაშა ჟვანია - GUG-ს დამფუძნებელი
სამუშაო გამოცდილება: 1993-currently
- სხვადასხვა თანამდებობები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში;
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე;
- საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე;
- საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელის სახელმწიფოში
- საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კვიპროსის რესპუბლიკაში
- საქართველოს პარლამენტის წევრი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე;
- საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი

დავით ალექსიძე - გენერალური დირექტორი
სამუშაო გამოცდილება: 2001-2009
- სხვადასხვა თანამდებობები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში;
- უკრაინაში საქართველოს საელჩო, ეკონომიკური განყოფილება;
- ვიცე-კონსული (ეკონომიკური საკითხები) საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. ოდესაში;
- საგარეო ვაჭრობის და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო;